fbpx

რამდენად უსაფრთხოა covid-19-ის ვაქცინა

8 დეკებერს დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას სურვილი აქვს კორონავირუსის ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთოს. თუმცა, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია ვაქცინაციის.

|როგორ უნდა მივხვდეთ რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა

ვაქცინამ მარეგულირებელ ორგანოსთან წარდგენამდე პრე-კლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს.

კლინიკური კვლევები ლაბორატორიაში იწყება, სადაც მკვლევარები  სხვადასხვა უჯრედებს აკვირდებიან  და შესაბამის ცდებს ცხოველებზე ატარებენ. კვლევის პირველ ფაზაზე გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ იწყება, თუ ცდების მიმდინარეობისას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლინდება.

რამდენად უსაფრთხოა COVID-19-ის ვაქცინა – მიმოხილვა

ლაბორატორიიდან დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ კვლევაში მოხალისეები ჩართონ, როგორც ეს Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის შემთხვევაში მოხდა, სადაც მონაწილება 40 000 ადამიანმა მიიღო.

კვლევის ეს ეტაპი შემდეგნაირად გამოიყურება:

კვლევაში მონაწილე ადამიანების ერთი ნაწილის ორგანიზმში ვაქცინა შეყავთ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს (სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი) უკეთებენ.

არცერთმა მონაწილემ არ იცის, თუ რომელ ზემოაღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება.

დაკვირვების შემდეგ მეცნიერები შედეგებს აანალიზებენ და შესაბამის დასკვნებს ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესი, პანდემიის სიძლიერიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად მოხდა, მათ კვლევის არცერთი ეტაპი გამოტოვებული არ აქვთ.

მაგალითისთვის, Oxford/AstraZeneca-ის ვაქცინის კვლევის პროცესი მეცნიერებმა დროებით იმიტომ შეაჩერეს, რათა გამოეკვლიათ რამ გამოიწვია კვლევაში მონაწილე ადამიანის გარდაცვალება. ვაქცინის კვლევის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ გარდაცვალებას ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

|რა შემცველობისაა კორონავირუსის ვაქცინები

Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინა ორგანიზმში იმუნური რეაქციის გამოსაწვევად გენეტიკურ კოდებს იყენებს, რომელიც ორგანიზმს ერთგვარ „ინსტრუქციას“ აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშაოს იმუნური პასუხი კოვიდის მიმართ. გენეტიკურ კოდებს ადამიანების უჯრედებში ცვლილეები არ შეაქვთ.

რამდენად უსაფრთხოა COVID-19-ის ვაქცინა – მიმოხილვა

რაც შეეხება Oxford AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას, ის უვნებელ ვირუსს იყენებს, რომელიც ძალიან ჰგავს Sars-CoV-2-ს, რათა ორგანიზმს კოვიდის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმაროს.

ზოგიერთი  ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს ალუმინსაც, რომელიც ვაქცინის ეფექტურობის ზრდას უწყობს ხელს.

|ვაქცინაცია უარყოფითად აისახება ორგანიზმზე?

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტი ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მომტანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მცირე რაოდენობით გამოიყენება.

ვაქცინები ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსის ამოცნობასა და შესაბამისის იმუნური რეაქციის გამომუშავებაში ეხმარებიან.

ვაქცინაციის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ისეთები, როგორიცაა, კუნთების ტკივილი და ტემპერატურის მატება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი ვაქცინაციის შემდეგ ვირუსით ინფიცირდა.

ვაქცინა ალერგიულ რეაქციებს იშვიათად იწვევს.

რამდენად უსაფრთხოა COVID-19-ის ვაქცინა – მიმოხილვა

|რამდენად უსაფრთხოა კოვიდის ვაქცინა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ვირუსი უკვე გადაიტანა

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის უკვე გადაიტანეს, კოვიდის ვაქცინის გაკეთება მაინც შეუძლიათ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენ ხანს გრძელდება ვირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი. ამიტომ ვაქცინის გაკეთება ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას უფრო გააძლიერებს.

ასევე, Public Health England-ის გაიდლანების მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა ე.წ. გრძელვადიანი კოვიდ პაციენტებისთვისაც.

რაც შეეხებათ კოვიდით ინფიცირებულ ადამიანებს, მათ ვაქცინა მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გაიკეთონ.

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება