fbpx

რამაზ საყვარელიძე: როგორი გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, პრეზიდენტის ფიგურა ბევრს არაფერს შეიტანს იმ გაერთიანებაში. რეიტინგი მასაც არ აქვს

როგორი გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, თვითონ სალომეს ფიგურა ბევრს არაფერს შეიტანს იმ გაერთიანებაში. რეიტინგი მასაც არ აქვს. დანარჩენი სავარაუდო მოქმედი პირებიც რეიტინგულები არ არიან, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კითხვას სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ.

როგორც საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ზოგადად, ოპოზიცია პრეზიდენტის მიმართ მაინც კრიტიკულად არის განწყობილი.

„გახსოვთ ფრაზები: „რაც არ უნდა ქნას, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებს, არ ვენდობით“. ანუ, არნდობისკენ უფრო არიან მიდრეკილები, ვიდრე იმისკენ, რომ იბრძოლონ ერთად. ისინი ბრძოლაში ერთად არ წავლენ, გაწირავენ ერთმანეთს“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს თითქმის არ აქვს შანსი პოლიტიკური კარიერა საქართველოში გააგრძელოს. „სწორედ ამიტომ, ის ცდილობს ბოლო პერიოდში იყოს უფრო მომხიბვლელი დასავლეთის თვალში“, – ამბობს საყვარელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება