fbpx

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე-ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია