fbpx

ჟურნალისტებს დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 ათას პირამდე აცრას გეგმავს.

„ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 ათასი მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა – 5 ათას, 10 ათას მაჩვენებელზე, როცა გადავალთ სექტემბრიდან ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოცვის მაჩვენებლებს წლის ბოლომდე. მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ „სინოფარმზე“ აქტივობა არის მაღალი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ დავამატოთ ვაქცინაციის ცენტრები, რადგან აქამდე რაც გამოვყავით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული. ამ კვირის ბოლომდე დაემატება ვაქცინაციის ცენტრები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, როგორც თავიდან იყო დაანონსებული – პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები. გუშინ პირველი დღე იყო და 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა აცრა, 18 000-მდე არის ჯავშანი. სულ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 50 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა არის „სინოფარმის“.

ჟურნალისტებს დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ დაგჭირდებათ მეტად ორგანიზებულად მოხდეს რეგისტრაცია, ჩვენ, ბუნებრივია, შეგვიძლია ამაში ხელი შეგიწყოთ, როგორც ამას ვაკეთებთ პედაგოგებისთვის. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ თქვენი ინტერესი და სად გჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა გაბუნიამ და დასძინა: „ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ჯგუფებს, რომლებიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მაგალითად, პოლიციელებს, ჰქონდეთ მარტივად აცრაზე ხელმისაწვდომობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება