fbpx

პუტინი ყირიმიდან გასასვლელის ჩაკეტვას გეგმავს

პუტინი ყირიმიდან გასასვლელის ჩაკეტვას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო  ავრცელებს

დაზვერვის ცნობით, ამის მიზეზი ნახევარკუნძულიდან რუსების პანიკური გადინებაა.

“დადასტურდა ინფორმაცია რუსეთის გვარდიის ძალების მიერ ყირიმის ხიდზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმოსვლის ბლოკირებისთვის მზადების შესახებ. 

ასევე, საოკუპაციო ხელისუფლება შეზღუდავს საბორნე გადაადგილებას და ნახევარკუნძულის საჰაერო კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან”, – წერია ინფორმაციაში.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებების ფორმალური მიზეზი “უკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა” და შესაძლო „ტერორისტული თავდასხმების“ პრევენციაა.

“ამ გზით, პუტინის ხელისუფლება ცდილობს უპასუხოს პანიკას რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკანონოდ გადავიდნენ ყირიმში 2014 წლის თებერვლის შემდეგ. ოკუპანტები ცდილობენ შეაჩერონ გაქცეულთა ნაკადი ნახევარკუნძულიდან.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ყირიმიდან გასვლის ტენდენცია შეიმჩნევა. ამავდროულად, „გაქცეულთა“ უმეტესობა რუსი ოფიცრების ოჯახის წევრები, სამართალდამცავები და საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან. ისინი სასწრაფოდ ყიდიან უძრავ ქონებას, ცვლიან საცხოვრებელ რეგისტრაციას, გამოაქვთ ბიზნესი და აქტივები ნახევარკუნძულიდან”, – იუწყება უკრაინის დაზვერვა.

ასევე ცნობილია, რომ ყირიმის დატოვების შესაძლებლობის შეზღუდვით, პუტინს რეალურად რუსეთის 600 000 მოქალაქე მძევლად ჰყავს. ისინი ახლა არალეგალურად იმყოფებიან ნახევარკუნძულზე და ნელნელა თავიანთი სამართლებრივი სტატუსის არასტაბილურობის გააზრებას იწყებენ.

მედია იუწყება, რომ კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონში, რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად , საკვების საწყობები დაიწვა.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს თუ ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენონ

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საკუთარ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება