fbpx

პსპ აფთიაქი თქვენ ხართ უგულო ადამიანების დაწესებულება, რომლებსაც წამლის გაყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ-თამუნა ლეფსვერიძე

ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში წერს-

ისეთი განერვიულებული ვარ, ძლივს მემორჩილება ხელები, რომ ეს პოსტი დავწერო, მაგრამ აუცილებლად მინდა ყველამ გაიგოთ.პირადად მე რომ არ შევსწრებულიყავი ამ ფაქტს, უნამუსო ვიყო, თუ დამეჯერებინა, რომ ადამიანს, ცოცხალს, შეეძლო ასე მოქცეულიყო!PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი თქვენ ხართ უგულო ადამიანების დაწესებულება, რომლებსაც წამლის გაყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ! ძალიან ზრდილობიანად ვწერ ამ შეფასებას.კონკრეტულად, მხედველობაში მაქვს აღმაშენებლის N87 (თუ 97 ზუსტად არ მახსოვს მისამართი ისე ვარ განერვიულებული,) ფილიალი და მისი მენეჯერი.დაახლოებით ორი საათის, შეიძლება ცოტა მეტის ხნის წინ, მივედი ამ ფილიალში. მესმის მამაკაცის ხმამაღალი ტირილი, ტირის კაცი ბოლო ხმაზე, ადამიანები არ ხართ, დედა მიკვდება, 23 ქულა აქვს კოვიდის და ეს წამლები მიწყვიტავს ყველაფერსო. ახლაც ყურებში ჩამესმის მისი ხმა…ვიფიქრე, რომ წამლის ფული არ ჰქონდა და მივედი ამბის გასარკვევად, ვიფიქრე, იქნებ რამე მომეხერხებინა.

ვეკითხები, რა გჭირთ, მითხარით, რამდენია შესაგროვებელითქო. ვერ მაგებინებს ვერაფერს, ბოლო ხმაზე ტირის და თან ამ პე-ეს-პეს თანამშრომლებს ეჩხუბება, თქვენ ხალხნო დედა არ გყავთ, უთხარით მენეჯერს მომცეს წამალიო… აგერ მაქვს მერიის ფურცლები ყველაფერიო.ვიფიქრე, რომ მერია აგვიანებდა დაფინანსებას და ეგრევე ვეცი Manana Toqmajishvili -ს. მანანამ გადარეკა ყველასთან და სანამ ისევ ამბავს მოვიკითხავდი, ამ კაცის ცოლი მეუბნება, მერია არაფერ შუაშია, მერიამ როგორც კი გაიგო მდგომარეობის სირთულე, და კლინიკის დოკუმენტაცია ნახა, 8 კაციანი საბჭო დაჩქარებული წესით მოიწვია და სასწრაფოდ გამოგვიყვეს წამლის ფულიო.თბილისის მერია / Tbilisi City HallKakha Kaladze ანუ, რა ხდებოდა: იმისთვის რომ ამ ადამიანებს მიეღოთ ეს წამალი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მენეჯერი ადგილზე და მიეღო დოკუმენტაცია. ეს მენეჯერი საღამოს 6 საათზე წავიდა სახლში და ამათ შემოუთვალა, ორშაბათამდე არ ვიქნებიო!!!!ხალხნო! ჩემი თანდასწრებით დაურეკეს თანამშრომლებმა, უთხრეს ასეთი ამბავიაო და იმან უპასუხა – მორჩა სამუშაო დრო და არ ვიქნებიო! ორშაბათამდეო! ადამიანს დედა უკვდებოდა!მაშინ უკვე საბოლოოდ გამოვედი მდგომარეობიდან და დავიწყე პეესპეს კოორდინატების მოძიება. ნახევარი საათი ვურეკავდი კახაბერ ოქრიაშვილს, რომელმაც არ აიღო, რა თქმა უნდა, ჩემი ტელეფონი.ამ ხალხმა ამასობაში ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა. აღმაშენებელზე თავისი ორი მანქანიტ გზა გადაკეტა.ვურეკავ პეესპეს პიარს, ვინმე ნათიას, არ მახსოვს გვარი. ვუყვები, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობაა და სასწრაფოდ მიიღონ ზომები, იმიტომ რომ გზები გადაკეტეს და შვილი, რომელიც დედისთვის წამალს ითხოვდა, იყო დიაბეტიკი და თავს ცუდად გრძნობდა.

გავიდა 20 წუთი და ეს მენეჯერი ისევ არ ჩანს. ვურეკავ ისევ ამ პიარს და მეუბნება, – იცით რა, ჩვენი მენეჯერი დაახლოებით ნახევარ საათში იქნება ფილიალშიო. ამასობაში, პირველი დარეკვიდან გასული სადღაც საათნახევარი…ამასობაში ვხვდები, რომ უმართავი ვხდები, კაცი ტირის, დედა მიკვდებაო და ვერ ვეხმარები! ვურეკავ ისევ ამ ნათიას, რომ გამოგზავნონ ვინმე სხვა, რომელიც მერიის დოკუმენტების საფუძველზე ამ ხალხს მისცემს წამალს.და ძალიან სერიოზული ტონით მპასუხობს: ჩვენი მენეჯერი შეკრებაზე იყო, თქვენ რა იცით რა მნიშვნელობის მქონე შეკრება იყოო!!!ვეკითხები რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი შეკრება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე…მომიტრიალდა და მპასუხობს, -თქვენ რას იზამდით ჩვენს ადგილასო?! აქ აღარ მოვყვები იმ პასუხს რაც გავეცი…და იცით მენეჯერი როდის მივიდა? დარეკვიდან ორი საათის შემდეგ!აღარ გავაგრძელებ მეტს! ისედაც ნერვები მაქვს ყელში!კახა ოქრიაშვილი / Kakha Okriashvili ბატონო კახა, ამოიღეთ ვიდეოჩანაწერები და გადაამოწმეთ ჩემი თითოეული სიტყვა!პ. ს თუ რამე გაუმართავად მიწერია, ბოდიშს გიხდით…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია