fbpx

პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს!

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.

პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება