fbpx

პრემიერ-მინისტრმა  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკომიისის კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა,

– ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

პრემიერ-ინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი 

ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება