fbpx

პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი  ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.

„გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი,  გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება