fbpx

პრემიერი ო’ბრაიენთან შეხვედრაზე –  განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაშირამდენიმე წლის  ნუგანმავლობაში

ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, ორსაათნახევარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში.

„აბსოლუტურად ყველა წუხილი გავუზიარე მე ბატონ ო’ბრაიენს, რაც გვაქვს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში და განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. მე გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში და ყველაფერი არის არსებითად დამოკიდებული სწორედ ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენზე ნაკლებად. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, ჩვენს პარტნიორებზეა არსებითად დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის, იქნება ეს საქართველო – აშშ, თუ საქართველო – ევროკავშირი. მთავარია, ჩვენ მივიღოთ ღირსეული, სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება