fbpx

პრემიერი – მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა,  წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვებთ… ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა!

,,რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს, ისე, როგორც ვაგრძელებდით მანამდეც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული  მოქმედებებისა, გაიმარჯვა  სიმართლემ.

„ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული  მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვებთ… ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება