fbpx

პრემიერი: მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა და ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ამ ქვეყანაში აღარაფერი იქნებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმოიხილა, რის შემდეგაც, აღნიშნა, რომ ამ თემებზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მთავრობის გააზრებული პოლიტიკა და ქვეყანაში სიმშვიდე.

„მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა, ეროვნული, მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკა რომ არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ამ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტა გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს ახსენდება, როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ ეს ადამიანები რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია