fbpx

პრემიერის განკარგულების შესაბამისად სამეგრელოში დამატებით 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება

პრემიერის განკარგულების შესაბამისად სამეგრელოში დამატებით 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში  გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება. განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში:

ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო.

სენაკი: მუხური-ხორგიში, გოლასკური, რეკა ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტიო,

მარტვილის მუნიციპალიტეტში: გაჭედილი, ტალერი, ეწერი,

აბაშის მუნიციპალიტეტეი: ქოლობანი, ბულვანი,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: დიდინეძი, ორულუ

ჩხოროწყუ – ზუმი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2012 წლიდან ამ დრომდე სულ გაზიფიცირდა 108  დასახლებული პუნქტი (სოფელი და ქალაქი). აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირდა ისეთი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდშიც არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი. მათ შორის: წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია