fbpx

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი-ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, 14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს. იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის

პოლკოვნიკი გია კრიალაშვილის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა.

მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული კრიალაშვილის და, მომხდარს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც კრიალაშვილი წერს, “14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს.
მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერეო ან როგორ მოგეფერო,რაც დრო გადის უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა.”

“ჩემო გაუსაძლისო ტკივილო 14 წელი გაფრინდა შენს გარეშე. 14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს.
არ ვიცი რა გითხრა ჩემო ვაჟკაცო, იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის. მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერეო ან როგორ მოგეფერო ან რა გითხრა ჩემო სულო და გულო, რაც დრო გადის უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა. მენატრები უზომოდ, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ. ნათელში იყავი ჩემო ტკბილო ძმაო.”- წერს ლია კრიალაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება