fbpx



პოლიციელი ხომ ადამიანი არაა ,მათ უნდა ქვები უბრახუნოთ თავში ,უნდა მოკლათ ,დაასახიჩროთ, აბა რა, ისინი ხომ თურმე რობოტები არიან-ნინო ჯღარკავა,ჟურნალისტი

“იქსნიუსის„ რედაქტორი ნინო ჯღარკავა –

წყლის ჭავლი როგორ აკადრეთ ,ადამიანები ხომ გაცივდებიან,მათ ხომ ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ,წუხან ვითომ გულშემატკივრები.აბა რაა,პოლიციელი ხომ ადამიანი არაა ,მათ უნდა ქვები უბრახუნოთ თავში ,უნდა მოკლათ ,დაასახიჩროთ ,აბა რა ,ისინი ხომ თურმე რობოტები არიან, ბიძინას მონები,არც ოჯახები ყავთ, არც შვილები ,არც სამშობლო უყვართ,არც საკუთარი პროფესია,1000 ლარად უნდა თქვენ შემოგწირონ ცხოვრება და უნდა წავიგდოთ ფეხქვეშ მათი ღირსება! მთავარია თქვენ იყოთ კარგად, სკამზე მეოცნებეებოო,მთავარია თქვენ არ გაგიცივდეთ ფილტვები და პოლიციელები თუ ჩაძაღლდებიან თქვენი სიტყვებია,რა უჭირს მერე! ამის მერე თქვენ ხართ ადამიანები?ამის მერე თქვენ იცავთ საკუთარ არჩევანს?

ამის მერე თქვენ უნდა გენდოთ ამომრჩეველი და თქვენ უნდა აგაყირავებინოთ ქვეყანა?ვერ მოგართვით,გამოდით ყოველდღე ,სადაც გინდა იქ იდექით.იძალადებთ პოლიციაზე?ისევ მოგიშვერენ წყლის ჭავლს,ისევ, ისევ ,როცა დაიღლებით სახლში წახვალთ,ღმერთმა დაიფაროს, საქართველოს ბედი თქვენ ჩაგაბაროთ!

იმედია ოპოზიციურ პარტიებშიც არის საღად მოაზროვნე ლიდერები და ადამიანები ,ვისაც არ მოწონს პოლიციელებზე თავდასხმა ,მოლოტოვის კოქტეილების სროლა ,ქვების სროლა და მაკაკასაავით ხტუნვა,ბევრი თავად ყოფილი პოლიციელია და არ შერცხვათ რასაც მათი პარტიიდან ეს ველურები აკეთებდნენ?მართლა მინდა ვკითხო მათ არ შერცხვათ?

ის პოლიციელები 24 საათი ქუჩაში არიან ,იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას ,თან აგინებთ მათ და როცა გიჭირთ პოლიცია გვიშველეო ყივიხართ. ისინიც დგანან ყინვაში თუ სიცხეში ,იცავენ სახელმწიფო ობიექტებს ,იმათ ოჯახებზე არ გიფიქრიათ?ნუთუ სკამების გამო ყველანაირ პროვოკაციაზე გიღირთ წასვლა,არავის არ მოწონს არც წყლის ჭავლით დარბევა და არც რომელიმე მოქალაქის დაშავება,რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხარეა,არ მომწონს არც მე ,მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მაშინ პოლიცია იქნებ გვითხრათ?იქნებ აცადონ შეეშვათ ცესკოს შენობაში,შეუშვან პარლამენტში,შეუშვან სამინისტროებში,იქნებ ჩვენს სახლებშიც ვაცადოთ შემოვარდნა და ამას მთავრობამ უყუროს მშვიდად?!დაფიქრდით რას აკეთებდით თქვენ როცა ხელისუფლებაში იყავით,თქვენსავით რომ არავინ იქცევა ესეც კარგად იცით,მთელი საღამო იდექით რუსთაველზე მშვიდობიანად და ტაშ-ფანდურობდით,არავის ერთი ბეწვი თმა არ ჩამოგვარდნიათ და არც არავის დაურბევიხართ,მაგრამ როცა ძალადობაზე გადახვედით,იქ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა პოლიციამ,სირცხვილია,დავიღალეთ ამ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებით,ნორმალური, ადამიანური რეჟიმით გვინდა ცხოვრება,როდისღა უნდა აშენდეს ქვეყანა,როცა ყველა სკამებზე ფიქრობთ,არაა იმდენი ეს უპატრონო სკამი ყველას რომ გეყოთ,ცხოვრება გავიდა თქვენს ჭიდილში, გავიიიიიიიიიიიდაააა!!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია