fbpx

პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ “ნამახვან ჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო.

მათივე ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან “ნამახვან ჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

„პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება