fbpx

პოლიციამ კვარაცხელიას მანქანა იპოვნა!

ხუთშაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლიდან საკუთარი ავტომანქანა – Mini Countryman მოჰპარეს. “ნაპოლის” შემტევი ქალაქთან ახლოს კუმაში ცხოვრობს.

ქურდები სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ხვიჩას მშვიდად ეძინა. დღეს დილიდან ის ჩვეულებრივად გამოცხადდა ვარჯიშზე. მანამდე კი პოლიციაში საჩივარი შეიტანა, – წერდა “კორიერე დელო სპორტი”.

გუშინვე, მანქანის მოპარვიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, პოლიციამ ხვიჩას ავტოს კაზერტას პროვინციაში (რომელიც კამპანიის ოლქში შედის), ტრენტოლასკენ მიმავალ გზაზე მიაგნო. მანქანას დაზიანება არ აქვს. ხვიჩამ ის თავად გადაიყვანა სახლში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება