fbpx

პოდოლიაკს კიევის დაბომბვის ფონზე ერთადერთი, რაც აღელვებს – საქართველოში “პრორუსი ბიზნესმენების დე-ოლიგარქიზაცია-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი- უკრაინის პრეზიდენტის ოფისის კიდევ ერთ “არესტოვიჩს” – მის გარე სპიკერ პოდოლიაკს კიევის დაბომბვის ფონზე ერთადერთი, რაც აღელვებს – საქართველოში “პრორუსი ბიზნესმენების დე-ოლიგარქიზაცია” და მათ მიმართ საერთაშორისო სანქციების შემოღება. სანამ ამ საპატიო მისიის ხორცშესხმას შეუდგებოდეს, მე მას რუსეთში დარეგისტრირებული და უკრაინაში მოქმედი იმ კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენების მოკრძალებულ სიას მივაწვდი – რომელთა დე-ოლიგარქიზაციითა და სანქცინირებით ხვალე დილიდანვე შეუძლია დაკავდეს: კომპანია “ორიმი” კომპანია “Май” კომპანია “ვიმ-ბილ-დანი” კომპანია “აეროპლანი” კომპანია “ЮПЭКО” კომპანია “Данон Россия” კომპანია Faberlic (რუსეთის მოქალაქე/ოლიგარქი ალექსანდრე ნეჩაევი) კომპანია “Unilever” კომპანია “Рецепты Бабушки Агафьи” (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი ანდრეი ტრუბნიკოვი) რუსეთის ლუდის ჩამომსხმელი კომპანიები “Жигули” და “Балтика” რუსეთის ლუდსახარში “Москва-Эфес” ფარმაკომპანია “Валента Фармацевтика” ფარმაკომპანია “ფერონი” ნახევრადფაბრიკატების საწარმო “Инвест Альянс” მაკარონის ქარხანა “Макфа” (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი ვალერი იურევიჩი) სავაჭრო ქსელები “Суши wok” და “Евразия” (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი ალექსეი ფურსოვი) კომპანია “ყავა ჰაუზ” (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი ტიმურ ხაირუტდინოვი) საყოფაცხოვრებო ქიმიის საწარმო “რაპტორი” კოსმეტიკური კომპანია “Невская косметика” ტანსაცმლის ხაზი Gloria Jeans (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი ვლადიმერ მელნიკოვი) სპორტული ტანსაცმლის ხაზი “Спортмастер” ტანსაცმლის ხაზი Oodji (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენები დიმიტრი გარბუზოვი და დიმიტრი ერმაკოვი) ტანსაცმლის ხაზი Henderson (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი რუბენ არუთიუნიანი) ტანსაცმლის ხაზი Respect (რუსეთის მოქალაქე/ბიზნესმენი სერგეი პორუტჩიკი)საწყისი ეტაპისთვის ალბათ საკმარისია – ოღონდ უკრაინელ დე-ოლიგარქიზაციის სპეციალისტებთან დიდი თხოვნა გვექნება: აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში კაპიტანი გიგაური, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა რუსულ ბიზნესთან უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორ რუსეთთან ომის დროს, მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ფონზე. ცალკე ყურადღება დაუთმეთ ცნობილ რუს ბიზნესმენ კობა იროდიონოვიჩ ნაყოფიას და მის რეალურ ინტერესებს უკრაინის მიწაზე. ჩემს მიერ თქვენთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას ნუ გადამიხდით! მე მესმის, რომ ომია და მსგავსი სამუშაოს ჩასატარებლად ვერ მოიცლიდით – მე კი საქმე არა მაქვს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია