fbpx

პირველად ბრტყელმონიტორიანი ეკრანი რომ ნახა კაბინეტში, ალბათ ძალიან გაეხარდა-დავით ქართველიშვილი გოგაშვილზე

დავით ქართველიშვილი იოსებ გოგაშვილზე-

პირველად ბრტყელმონიტორიანი ეკრანი რომ ნახა კაბინეტში, ალბათ ძალიან გაეხარდა. მეორედ გაეხარდებოდა – თათბირებზე სიგარას გაბოლებას რომ ხელს აღარ უშლიდნენ. ხანდახან – ალბათ ბრაზდებოდა კიდეც. ამბავს რომ მიუტანდნენ მაგალითად – ამან და ამან, თქვენი ბიოგრაფიიდან ესა და ეს გაიგოო. მაშინ იმ საწყალ ცნობისმოყვარეს დაიბარებდა გენინსპექციაში და “გააპრესინებდა” ბიჭებს. მერე კვლავ უხაროდა – თავისი ბრძანებით, სამსახურში ახლად აყვანილი სოფლის მწყემსები თუ პოეტები, სამონასტრო მეურნეობებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს რომ მოახსენებდნენ: “ფუტკრის ამდენი ოჯახი…ამდენი მეწველი ძროხა…კვერცხმდები – ამდენი ქათამი…ჰო – ამდენი ჰექტარი სამონასტრო მიწა…”.

ძალიან უხაროდა, ვინმეს კარგ ადგილას დანიშვნაში რომ შეუშლიდა ხელს, სუს-იდან ცილისმწამებლურ დახასიათებას რომ დააწევდა: “უსამშობლო…ნაცი…ომის დროს – კოლაბორაციონისტი.. “. მერე ორმაგად უხაროდა, განთავისუფლებულ ვაკანსიაზე თავისიანს რომ დაანიშნინებდა. და როგორ უხაროდა ყოველი ახალი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის დათრევა, ან ყოველ ახლად აშენებულ სახლში ჩადებული კაპიტალდაბანდება!!!

ახლა კი რა???!!! “Ведь всё! Всё, что нажил непосильным трудом, всё же погибло: три магнитофона, три кинокамеры заграничных, три портсигара отечественных, куртка замшевая – три…куртки! И они ещё борятся за почётное звание дома высокой культуры быта!!!”. არა, იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ეხლა იქ, სადღაც, უშენოდ, ვიღაცის ხელში, უპატრონოდ არის მიგდებული – გაუსაძლისია. შეიძლება გაგიჟდე კაცი – და…გიჟდები კიდეც! სხვა რა დაგრჩენია? ზოგი ფეიკ-შიმშილობით და ცრუსნეულებებით აწვება შეურაცხადობას, ოღონდ თავის ქონებას დაუბრუნდეს. ზოგი – პიესების წერით. ვნახოთ, ეგეც თუ “ემპათიას” მიამაგრეს – რას იტყვიან ფსიქიატრიულ-ლიტერატურული ჟანრის სპეციალისტები…

P.S.: ერთადერთი, ტექსტის მიხედვით: “მეთვითონ” ცალ-ცალკე იწერება, ხოლო мая კიდევ – моя

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება