fbpx

პიკში ვართ-თენგიზ ცერცვაძე

მინდა, დავაზუსტო ჩვენი შეფასებით, მესამე ტალღის პირას არა – პიკში ვართ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდეგი აღმავლობა იყოს. ძალიან არ გვინდა, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ სიტუაციას აღარ მივუახლოვდებით.

ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხევევა და ინფიცირება გვაქვს, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა, რომელიც ხელს უწყობს ამ შემთხვევების მატებას და ესენია: პირველი, ის რომ ჩვენთან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეფექტიანი ვაქცინაცია დაიწყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, ის რაც აიცრა თავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება ამდენი. ეს კარგია. მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. დღეში 6-7 ათას ადამიანს ავცრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65%-ს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება