fbpx

პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს-ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია ჟურნალისტებზე ძალადობას ვერ გაამართლებს

“ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში შეეცადნენ, რომ ხალხი ერთმანეთს მაქსიმალურად დაპირისპირებოდა, და დღეს მივიღეთ ეს შედეგი, რაც გვაქვს. საპატრიარქომ ამაზე არაერთი განცხადება გაავრცელა. ძალადობა არის დასაგმობი და ძალიან სამწუხარო ფაქტი, ეს შეკრება დღეს ძალიან კარგად მართეს ორგანიზატორებმა. ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ეკლესიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ღირსების მარშის საპირისპიროდ რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ და თბილისი პრაიდისთვის არ მიეცათ ღონისძიების ჩატარების უფლება. დღეს 5 ივლისიდან ქაშვეთის ეკლესიის წინ ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია