fbpx

პარტიული ულტიმატუმით ივანიშვილს თინა ხიდაშელი დავანიშნინეთ-დავით ბერძენიშვილი

,,რესპუბლიკელული,,პარტიის წვრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში თინა ხოდეშალის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის ამბავს იხსენებს-“თაგვმა თხარა/თხარაო…ირმა ინაშვილმა გამახსენა.

2015-ის შემოდგომაზე ქოცებმა(განსაკუთრებით მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისი ” კახური/რუსული” კლანის წევრებმა) კრემლის პირდაპირი კადრის- ირმა ინაშვილის გადეპუტატება გადაწყვიტეს (2013 წელს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობა უბოძა ინაშვილს ღარიბაშვილის კლანმა).

მანამდე, გაზაფხულზე ღარიბაშვილის არა(ანტი)დასავლელი, ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ჯანელიძე გავაშვებინეთ პარტიული ულტიმატუმით ივანიშვილს და თინა ხიდაშელი დავანიშნინეთ. ირაკლი ალასანიას მინისტრობის მერე რამდენიმე თვით შეფერხებული პროდასავლური კურსი კვლავ გაგრძელდა.

თინას მიერ გამოთავისუფლებულ საგარეჯოს ოლქში საქართველოს ხელისუფლებაში მომძლავრებულმა ანტიდასავლელებმა რუსების კადრის- ირმა ინაშვილის გადეპუტატება განიზრახეს სწორედ საგარეჯოდან, მოსკოვსაც მოიმადლიერებდნენ და რესპებზეც ” აბაროტს ” აიღებდა პრემიერი( საგარეჯოშიც ჩაფლავდა და დეკემბერში თავადაც შეეწირა ჩვენთან ბრძოლას – თავად იგი გავაშვებინეთ ივანიშვილს..როგორც აღმოჩნდა, ოთხწლიანი ჯდომით სათადარიგო სკამზე. მოავტორიტარო ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული ბიძინაც რომ სულ გარუსდა, კი გამოიძახა მოურავი ” ზალატოი ზაპასიდან “).

არ დავთმეთ რესპუბლიკელებმა საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქი. დიდი დაპირისპირებაც იყო კოალიციის პოლიტსაბჭოზე რესპებს და ქოცებს შორის. ჩვენ ვხედავდით, რომ ღია, დეკლარირებული პრორუსი მოჰყავდა ოცნებას პარლამენტში. ოპოზიციაში წასვლის და სახელისუფლებო უმრავლესობის დაშლის პირდაპირი მუქარით გავიტანეთ თამარ ხიდაშელის კანდიდატურა.

მაჟორიტარობის კანდიდატი კი ჩვენი იყო, მაგრამ სახელისუფლებო რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი( სუსი, გამგეობა, სახელისუფლებო მედია..) არცთუ ფარულად ინაშვილზე მუშაობდა.

უმძიმეს ბრძოლაში მოიგო კვალიფიციურმა პროდასავლელმა, პრინციპულმა თამარ ხიდაშელმა. რესპებმა შევძელით რუსების ღია კადრის პარლამენტს გარეთ დატოვება, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი წლით.

ბიძინამ გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური და კამპანია მოგვისია…არჩევნების სამართლიანობა პროკურატურამ შეისწავლოსო -კაი ხალხიც წამოიკიდეს…ჩვენი შერჩეული( უარესი გვეკუთვნის) პრემიერი კვირიკაშვილი დილით სწორს ამბობდა და საღამოს არასწორს – ზეწოლის შედეგად. მოკლედ, ცოტა გვყავდა მაშინ პარტნიორი რესპებს რუსულ ‘ რბილ” ძალასთან ბრძოლაში.

” საეჭვო” უბანი გადათვალა ცესკომ ინაშვილის და/თუ სიმართლის დადგენის მომხრეთა მოთხოვნით. არც ერთ ხმაში არ აღმოჩნდა სხვაობა. სუფთა გამარჯვება დაგვიდასტურდა.

სამწუხაროდ, ზოგი ვერ მიხვდა მაშინ – ხელისუფლების რუსული მცდელობის ჩაშლა რომ იყო რესპების მთავარი ამოცანა და არა მეათე მანდატი ათი თვით, ბოლო წელს იმ მოწვევის პარლამენტში.

2016-ში ორი პარტია იყო 5%-იანი ბარიერის ზღვარზე. ალასანიას თავდემები ხელისუფლებამ გარეთ დატოვა( მათგან სათავისოები სათითაოდ გააქოცა მალევე). ინაშვილის ” პატრიოტთა ალიანსს” კი 5.01% გამოუწერა და რუსებმა ვიცე-სპიკერის საპარლამენტო პარტია მიიღეს ქართულ პარლამენტში – პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში.

მაჟორიტარული ოლქი ინაშვილმა კვლავ წააგო, მაგრამ აღარ იხმაურა. ოლქი ქოცს, ფრაქცია – რუსული დესანტს.

ახლა ხომ ვხედავთ, ეს სპეცდანიშნულების რაზმი ვისია? ვოლსკი მაშინაც მათკენ იყო და ახლაც მათია.

მაგ პროფესიაში ” ბივშიხ ნი ბივაეტ” – საინტერესო კია – ახლა რას იზამს ბიძინა?”- წერს დავით ბერძენიშვილი.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია