fbpx

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე 12 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

„თორმეტი წლის წინ დაიწყო ფასეულობებისგან გაძარცვული ქვეყნისა და ხალხის სამშობლოს წიაღში დაბრუნება და ქართველი ადამიანისთვის უმთავრესი, შეურაცხყოფილი ღირსების აღდგენა!“- წერს ზურაბ ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ ახლა უფრო ცხადი ხდება თუ რამხელა მასშტაბისაა 1-ლი ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში. ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო „აგენტოკრატების“ დამარცხება. სოციალურ 1ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერი 12 წლის წინანდელი გამარჯვების გამეორება უნდა იყოს. „რაც დრო გადის, უფრო ცხადი ხდება თუ რამხელა მასშტაბისაა პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში. თორმეტი წლის წინ დაიწყო ფასეულობებისგან გაძარცვული ქვეყნისა და ხალხის სამშობლოს წიაღში დაბრუნება და ქართველი ადამიანისთვის უმთავრესი, შეურაცხყოფილი ღირსების აღდგენა! 1 ოქტომბრის შემოქმედი, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და უთანასწორო ბრძოლაში, “აგენტოკრატების” ხელისუფლება და მისი მფარველი უცხოელი აქტორები დაამარცხა! სწორედ ამას არ პატიობენ მას და “ქართულ ოცნებას”. ამიტომაცაა, რომ აღარაფერს ერიდებიან და ღია შანტაჟზე გადავიდნენ უცხოელები, რადგან იციან, ოპოზიციის უუნარობას საზღვარი არ აქვს და ერთადერთ გზად, ღია მუქარა, შანტაჟი და სპეკულაცია დარჩათ, რომ რამენაირად მოახერხონ საქართველოზე გავლენის მოპოვება! 26 ოქტომბერი თორმეტი წლის წინანდელი, გარდაუვალი გამარჯვების გვირგვინად იქცევა, რადგან სხვა არჩევანი აღარ რჩება – ან სუვერენული საქართველო, ანდა “აგენტოკრატია”,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება