fbpx

პარტია “ქართული ოცნების’ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარტია “ქართული ოცნების’ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცივისტები აპროტესტებენ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს “ქართული ოცნების: ოფისში უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

აქციაზე არის ხმაური. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

რაც შეეხება თავად მელიას, ის აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება