fbpx

პაატა მანჯგალაძე: წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის

წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების კითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ადეიშვილის დანაშაულების შესახებ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და თვითონ გადაწყვეტს, ჩვენ გარეშე, ვინ სჭირდება ამ ფორუმზე იყოს მისი წარმომადგენელი. არავითარი წარმოდგენა ადეიშვილის არც ახლანდელ საქმიანობაზე და წარსულშიც, კონკრეტული დანაშაულების შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება