fbpx

პაატა გულიაშვილი ლევან ბერძენიშვილს-ენა დაიმოკლოს, სანამ თელაველები კარგად ვლაპარაკობთ… ერეკლე პაპას იმ ომშიც შესწევდა ძალა

“ენა დაიმოკლოს, სანამ თელაველები კარგად ვლაპარაკობთ… ერეკლე პაპას იმ ომშიც შესწევდა ძალა, თეატრი დაეარსებინა” – აქცია თელავში და პაატა გულიაშვილის მიმართვა

"ენა დაიმოკლოს, სანამ თელაველები კარგად ვლაპარაკობთ... ერეკლე პაპას იმ ომშიც შესწევდა ძალა, თეატრი დაეარსებინა" - აქცია თელავში და პაატა გულიაშვილის მიმართვა

“დი­დე­ბა მე­ფეს! ერეკ­ლე ჩვე­ნი სი­ა­მა­ყეა!” – პრო­ტეს­ტით უპა­სუ­ხეს თე­ლა­ვე­ლებ­მა “რეს­პუბ­ლი­კუ­რი” პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ერეკ­ლე მე­ფეს მო­ღა­ლა­ტე უწო­და.

ერეკ­ლე მე­ო­რის სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად მე­ფის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ პო­ლი­ტი­კოსს მო­უ­წო­დეს, თავი შე­ი­კა­ვოს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან მე­ფის სა­ხე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

“იმ­დე­ნი თე­ლა­ვუ­რი აზრი მომ­დის, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი რბი­ლად ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა შევ­წი­რე იმ საქ­მეს, რა­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. ერეკ­ლე პა­პას, იმ ომე­ბის გვერ­დით, კი­დევ იმი­სი ძალა შეს­წევ­და, რომ ეს თე­ატ­რი და­ე­არ­სე­ბი­ნა.

ჩვენ თე­ატ­რა­ლე­ბი ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ მე­ფეს ვპირ­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად… ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან”, – თქვა აქ­ცი­ა­ზე თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გარ­და, მე­ფის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბიდ ჩა­მო­სუ­ლებ­მა. აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე და­ა­ა­ნონ­სეს, რომ შა­ბათს მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში, სა­დაც ერეკ­ლე || -ა დაკ­რძა­ლუ­ლი სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბელ პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება