fbpx

ოცნება აპირებს “გრეჩიხას” მიერ დაანონსებულ აქციაზე საჯარო მოხელეები მობილიზებას -ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ქართული ოცნება აპირებს გია გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებულ აქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებას. როგორც ბობოხიძემ ანაცხადა, თუკი ადგილზე რაიმე დაპირისპირება მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“როგორც მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ხვალისთვის აორგანიზებს სახელმწიფო, საჯარო სამსახურების, მოხელეების წამოყვანას გრეჩიხას  ე.წ. საპროტესტო მიტინგზე. ხვალ ადამიანების ის მასა, რომელიც შეიძლება ჰყავდეს ბატონ გრეჩიხას, რომ იცოდეთ, იქნება სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები და მე ხელისუფლებას ვაფრთხილებ, იმ ადგილზე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, თუ იქ რამე პროვოკაცია მოხდება, მთლიანად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შესრულებული მათივე მონაწილეობით და ასევე მათივე მობილიზებული საჯარო მოხელეებით”, – განაცხადა ბობოხიძემ 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება