fbpx

ორხევი- აეროპორტის დასახლებაში, ამილახვრის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ, ორხევი- აეროპორტის დასახლებაში, ამილახვრის
ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და
პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 550 გრ/ მ- ის
მოცულობის საგზაო მონაკვეთის მოასფალტება და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.
სამუშაოებს, გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “არსაკიძე 2000” ასრულებს და
მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 520 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია