fbpx

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ამ წუთებში პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შეჭრას ცდილობენ.

მათმა გარკვეულმა ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა.

პარლამენტში შესვლის მიზეზი მედიის მიერ მთავრობისთვის მიცემული დროის ამოწურვა გახდა. ისინი ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის პრემიერისგან პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც მალევე გვერდითა შესასვლელის კარი დახურა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია