fbpx

ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით-გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, ჟურნალისტებთან გარცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

“ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. მე რა შუაში ვარ?! – მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, განიკითხებიო ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე.

სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში. ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება