fbpx

ოპოზიცია – მზად ვართ, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადავდოთ

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.

მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

„ჩვენ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს და უნდა მიეღო ბიკა მელიას , რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია