fbpx

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატი სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად
აგრძელებს.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ
კოორდინატორებთან ერთად, სოფლების: ხირხონისის, ქრისტესის,
კომანდელის, სომიწოსა და წოლის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტში
განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა, მთავარ გამოწვევად მაინც საგზაო
ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მოწესრიგება რჩება.
„ “ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის მთავარი სურვილი და დაპირებაა, რომ
ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და
საცხოვრებელი პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესო“- განაცხადა
შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება