, ონის მუნიციპალიტეტის მერია სრულად დააფინანსებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას“-, ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდაშელი ავრცელებს. „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე, სწორედ ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ონში სტომატოლოგიური კლინიკა აუცილებლად გაიხსნება! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს. პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 57 000 ლარი. ფონდმა „ფეა თრიიზმა“ მოგვმართა განცხადებით იდეის დონეზე, რომ განხორციელებულიყო პროექტი ონის მუნიციპალიტეტში, ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, გავატარეთ შესაბამისი ზომები და როდესაც საკითხი დასასრულისკენ მივიყვანეთ და აქტიურ ფაზაში იყო პროექტის განხორციელება, ფონდმა განაცხადა უარი, მათი მხრიდან რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების,“-აცხადებს სერგი ხიდაშელი. შეგახაენებთ, რომ: პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ამ ორგანიზაციის მმართველი ბორდის თავმჯდომარე ყოფილა, გადაწყვიტა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დაეყენებინა. ფონდ „ფეა თრიიზის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბორდის წევრთა ჩამონათვალში იყო პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. თუმცა, ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „ფეა თრიიზმა“ ბადრი ჯაფარიძე ვებ-გვერდზე ბორდის წევრების სიიდან წაშალა და ახლა მისი მონაცემები აღარ იძებნება.