fbpx

ოთარ შამუგია – შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი ჩვენი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე 

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი ჩვენი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე, –  ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, 54 000 ტონა ფქვილია შემოსული დღემდე, მიმდინარე წლის განმავლობაში, დაახლოებით 43 000 ტონა ხორბალი და ეს დისბალანსი, წინა წელთან შედარებით, რომელიც შექმნილია, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, ვინაიდან ხორბალზე დაწესებულმა გადასახადმა არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოაჩინა  მომწოდებლები ფქვილის და ხორბლის ნაწილში. 
„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდების მხრივ და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან, არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, რომ არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია