ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსთან დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცერეაბილიტირდა. ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინისკონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარითაღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები.გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარედაირგო.დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 178 000 ლარს შეადგენს.ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერისმოადგილე კახაბერ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკისმაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება