ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა  დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 8 შვილის დედას მიულოცეს

მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადაეცა საოჯახო ტექნიკა,  საკვები პროდუქტები,  ტკბილეული, სათამაშოები და მხატვრული ლიტერატურა.  8-შვილიანი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანმა წევრმა ‒ 8 წლის სოფიამ  კი, სურვილი აისრულა და საჩუქრად ახალი დარბუკა მიიღო.  იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება