fbpx

“ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა 2022 წელს გადაინაცვლოს” – ბილ გეიტსი

Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის თქმით, მსოფლიო პანდემიის დასრულებისთვის საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ვაქცინების მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში გაგზავნაა. ბილ გეიტსი ფიქრობს, რომ საჭიროა დამატებითი ქარხნები, სადაც ვაქცინა დამზადდება, მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი.

„ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი შტამები სხვა ქვეყნებში გავრცელდება და შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდება, ამიტომ ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა, 2022 წელს გადაინაცვლოს“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება