fbpx

ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება,ტესტირება არ ჩაუტარდება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კათოლიკოს-პატრიარქს COVID-19-ზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, საპატრიარქო არ ადასტურებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ პატრიარქს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. უწმინდესს ტესტირება ხვალ არ ჩაუტარდება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია