ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურისგანვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოეჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთისმიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადებისუსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.„პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვისუზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდანბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნითდარეგულირდება. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილისხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთაგადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე,ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელსშეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტოდა ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვამნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვასშეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პარალელურად, დაგეგმილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტისგანხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელსშეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას.ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა.მათ შორისაა, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოეჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაოშემთხვევები ფიქსირდებოდა.„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამმიმართულებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს.ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, საავტობუსო ზოლები გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს.
ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ.
გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია,აჩქარდეს.მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების
არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ,სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზემოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.