fbpx

ნინო წილოსანი – სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ ჩინეთის მხარისგან, რაზეც რა თქმა უნდა, სამინისტროს და მთავრობის მხრიდან გაგრძელდება თანამშრომლობა

ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და თანამშრომლობას აქვს განუზომელი პოტენციალი,– ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, კომერციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თაობაზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მიიღეს ჩინეთის მხარისგან.

„დღეს შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებით, ასევე მწვანე ეკონომიკის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. თუმცა რაზეც ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში, რაზეც დღეს კომერციის მინისტრის მოადგილესთან საკმაოდ დიდხნიანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საკითხი რომელზეც ჩვენი სამინისტრო დიდი ხნის მანძილზე მუშაობს, ეს არის ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანა ჩინეთში. პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ ჩინეთის მხარისგან, რაზეც რა თქმა უნდა, სამინისტროს და მთავრობის მხრიდან გაგრძელდება თანამშრომლობა და მუშაობა. თავისთავად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციების, მაგალითად ქართული ღვინის, შემოტანაც მუდმივად მზარდია ჩინეთში, თუმცა, გარკვეულ დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რაზეც ამ შეხვედრის დროს იქნა გამახვილებული ყურადღება.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება