fbpx

ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო

ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია კონსტიტუციის ჩარჩოდან არის გასული, პრეზიდენტს უკვე არ აქვს უმრავლესობის ნდობა. ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ეს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ იმპიჩმენტის პროცედურაში. თუმცა პრეზიდენტი, როგორც უკვე ნათელი არის ყველასთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის მეშვეობით ინარჩუნებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ის, რომ ვეტოს აგზავნის შენიშვნების გარეშე ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს პირდაპირ, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში სრულებით აბათილებს მის უფლებამოსილებას და მას, როგორც ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანს ფაქტობრივად აკონფიგურირებს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დამხმარე რგოლად, სხვა დანიშნულება ამ ადამიანს აღარ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ. „სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დესტრუქციული ქმედებებით გამოდის. შანსი, რომელიც შესაძლებლობა იყო ვეტოს გამოგზავნის პირობებში გამხდარიყო კანონპროექტის შეცვლის და გარკვეულწილად მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა, როგორც ისინი ითხოვდნენ, სალომე ზურაბიშვილმა ეს შანსი თავიდანვე მოკლა, ის აცხადებს, რომ არ გამოაგზავნის არანაირ შენიშვნებს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, სატირალია, როდესაც ვეტოს აგზავნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და შიგნით არ წერს შენიშვნას, თავისთავად პრემიერ მინისტრის და ჩვენი მხრიდან განცხადებული მზაობა, რომ უკვე ვენეციის კომისიის შესაბამისად იყოს გათვალისწინებული სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც შესაძლებელი იყო ვეტოს დაძლევის და გათვალისწინების პირობებში განხორციელებულიყო – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჩაკეტილია ეს გზა. ეს გზა მოჭრილი აქვთ თავად აქციის მონაწილეებსაც და სწორედ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აქცია არ ემსახურება ამ კანონპროექტის გამჭვირვალობის და ზოგადად ამ პრინციპების სრულყოფას, ეს აქციები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის მიზნების მიღწევას“, – განაცხადა წილოსანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება