პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიერ საპროტესტო აქციის მხარდაჭერას ეხმიანება, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.
მისი განცხადებით, მართალია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სთორები მეტ მოწონებას მოუტანს კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა, ისტორიის სწორ მხარეს დგომა და რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.
“თავისთავად, ინსტაგრამ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ ..
მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.” – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.