fbpx

ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე: ხან კანდიდატის სტატუსით შანტაჟი, ხან საბიუჯეტო გრანტებით – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ თემებით შანტაჟი და მანიპულაციები, ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ დამოკიდებულებას

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში. 2011 წლიდან, როცა საჯაროდ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ მისი და მისი გუნდის მხარდამჭერი ვარ. ამ წლების განმავლობაში ერთხელ მაინც რომ შემემჩნია მათი არასწორი მოქმედება ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, მე დღეს მათ გვერდით არ ვიდგებოდი, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდეს.

ფოჩხუას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებას დამონებული ქვეყანა ვერ გაბედავდა, გუნდი კი საზოგადოებას აძლევს გარანტიას, რომ ოთხი წლის თავზე საქართველო მზად იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების დასაწყებად.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში.
2011 წლიდან, როცა საჯაროდ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ მისი და მისი გუნდის მხარდამჭერი ვარ. ამ წლების განმავლობაში ერთხელ მაინც რომ შემემჩნია მათი არასწორი მოქმედება ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, მე დღეს მათ გვერდით არ ვიდგებოდი.
ასეთი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ გუნდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სიამაყით ამავსო.
ამ გადაწყვეტილებას მაჩანჩალა, დამონებული ქვეყანა ვერ გაბედავდა. ვერ წარმომიდგენია, ვინც პატრიოტი და მოყვარულია თავისი ქვეყნის, როგორ არ უნდა უხაროდეს უკვე ნამდვილი დამოუკიდებლობის რელსებზე შემდგარი საკუთარი სამშობლო.
“ქართული ოცნების” გუნდმა გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე ჩახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირიდან საბიუჯეტო გრანტებზე და სესხებზე. ხან კანდიდატის სტატუსით შანტაჟი, ხან საბიუჯეტო გრანტებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ თემებით შანტაჟი და მანიპულაციები. ჩვენ არ ვიმსახურებთ მათგან ასეთ დამოკიდებულებას. დღეს კი უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სამართლიანად ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენეს ეჭვქვეშ, ამას მე და არა მარტო მე არ დავუშვებთ.
“ქართული ოცნების” გუნდი, მიუხედავად ევროკავშირისთვის დამაზიანებელი ცალმხრივი ურთიერთობისა, კვლავ განაგრძობს სვლას ევროპული ოჯახისკენ და ატარებს რეფორმებს, რათა 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მომზადებული შეხვდეს გაწევრიანების პროცესს.
ეს ასეც იქნება!
გუნდი გვაძლევს გარანტიას რომ ოთხი წლის თავზე საქართველო მზად იქნება მოლაპარაკების დასაწყებად.
ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც შეაჩერებს და განაიარაღებს ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟისა და მუქარისგან და ასეთ პირობებში ჩვენს ქვეყანას მთელი შემართებით შეეძლება მომზადება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის.
ჩვენ მათ გვერდით ვართ!” – წერს ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება