როცა თავმოყვარეობა და ღირსებადაკარგული, პრეზიდენტობის მოლოდინში მის კართან დაჩოქილი იდგა, მაშინაც ფიქრობდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი იყო თუ დღეს, როცა ჩაეწერა აგენტთა რიგებში და უსიტყვოდ ასრულებს “ბოსების” დავალებას? – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-თან.
„ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო ეს უსამშობლო ქალი, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ვიცოდით, მაგრამ მაინც არ მეგონა ივანიშვილზე ამას თუ იკადრებდა. ნეტავ თვითონ თუ სჯერა ბიძინას ოლიგარქობის.
მაშინ როცა თავმოყვარეობა და ღირსებადაკარგული, პრეზიდენტობის მოლოდინში, მის კართან დაჩოქილი იდგა, მაშინაც ფიქრობდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი იყო თუ დღეს, როცა ჩაეწერა აგენტთა რიგებში და უსიტყვოდ ასრულებს “ბოსების” დავალებას?
ეს უთავმოყვარეო, შურისძიებით შეპყრობილი ქალი ვერაფერს რომ ვერ დააკლებს ივანიშვილს, გასაგებია, მაგრამ ხალხის რისხვა პიკს რომ აღწევს, ეს უკვე კარგად ჩანს“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.