ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „გამჭვირვალობის კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“. ექსპერტის თქმით, მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა. მისივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ. „მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა. ეს კანონი გაწმინდავს როგორც შიგნით, ისე გარეთ ქვეყნის არაკეთი