fbpx

ნინო ფოჩხუა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: პროგრესული ევროპული ოჯახი ნიშნავს უარს საკუთარ იდენტობაზე? კონსერვატიზმის ზუსტი განმარტება ალბათ არ იცის ამ ქალბატონმა, თორემ ამ განცხადებას იმედია არ გააკეთებდა

„კონსერვატიზმის ზუსტი განმარტება ალბათ არ იცის ამ ქალბატონმა, თორემ ამ განცხადებას იმედია არ გააკეთებდა“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კონსერვატიზმი უარყოფს ყველა იმ მანკიერებას, რასაც დღევანდელ მსოფლიოში ცდილობენ დანერგონ მავანთ. არანაირი სქესი, მშობელი პირველი და მშობელი მეორე, პედოფილია, ინცესტი და ა.შ.

„პროგრესული ევროპული ოჯახი რას ნიშნავს, უარს საკუთარ იდენტობაზე, ფასეულობებზე, კულტურასა და ტრადიციებზე? მე პირიქით მეგონა.
კონსერვატიზმის ზუსტი განმარტება ალბათ არ იცის ამ ქალბატონმა, თორემ ამ განცხადებას იმედია არ გააკეთებდა.
კონსერვატიზმი უარყოფს ყველა იმ მანკიერებას, რასაც დღევანდელ მსოფლიოში ცდილობენ დანერგონ მავანთ. არანაირი სქესი, მშობელი პირველი და მშობელი მეორე, პედოფილია, ინცესტი და ა.შ.
ასეთ პარტიაში, რომელიც ნეო-ფასეულობებს აღიარებს, თან უწოდებს პროგრესულს, გვინდა კი მათთან ყოფნა?“- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება