fbpx

ნიკოლოზ ღარიბაშვილმა უმაღლესი შეფასებებით დაასრულა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის პირველი კურსი-ბესო კევლიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის მათემატიკის პედაგოგი ბესო კევლიშვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ნიშნების ფურცელს აქვეყნებს და ტვ პირველის სიუჟეტს პასუხობს-ბესო კევლიშვილი- ესაა ნიკოლოზ ღარიბაშვილის ნიშნები, რაც ნიშნავს იმას, რომ მან უმაღლესი შეფასებებით დაასრულა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის პირველი კურსი და სრული უფლება ჰქონდა ჩამოსულიყო არდადაგებზე საკუთარ სამშობლოში. ამდენად გაუგებარია, თუ რატომ გვიმტკიცებს ტვ პირველი, რომ ის სანქციების გამო გამოუშვეს. ისიც გაუგებარია, თუ რატომ მიკეთებს ორი წელია უფასო რეკლამას ეს ტელევიზია, როცა ამის არავითარი აუცილებლობა არა მაქვს. ასობით ადამიანი მთხოვს ისედაც მომზადებას მათემატიკაში წლის განმავლობაში.😅სხვათაშორის ამ ტელევიზიის დამფუძნებელთა შვილებსაც ვასწავლიდი და ახლაც ვასწავლი სხვადასხვა პარტიათა ხელმძღვანელთა შვილებს, რომლებიც ყველა ერთნაირად მიყვარს და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება