fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე: კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა – ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში

კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა. ეს ოკუპაციის კიდევ ერთი ძალიან მძიმე შედეგია. ფაქტი თავისთავად ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის და ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზზე მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რომ მომავალში ასეთი ფაქტები გამოირიცხოს და საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზზეც მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება