fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებულები ვართ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაში, შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს

ევროკავშირში მოლოდინი არის, რომ საქართველოში კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენც და მმართველ პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი არჩევნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„შესაბამისად, არავის მითითება არ გვჭირდება ამაში, რადგან პირველ რიგში ჩვენი ხალხის მიმართ გვინდა, რომ პირნათელი ვიყოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაში, შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად და კარგად ჩატარდეს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება