fbpx

ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას ლუსტრაციამ დაადასტურა, რომ არეულობის მოწყობის მცდელობა იქნება და ეცდებიან ამ არეულობის ნიადაგზე შემოიყვანონ თბილისში რუსული ჯარი

“უახლოეს დღეებში ქართულ საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღება მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიედ, არ წამოეგონ ფსევდო პატრიოტების პროვოკაციებს”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ლოგიკური კითხვაა- აბა, სხვა რისთვის იღებს ოპოზიცია ამხელა თანხებს რუსეთიდან?!

“უფრო გლობალურად თუ შევხედავთ სურათს, ხოშტარიას დღევანდელმა ლუსტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძველ ოპოზიციას სამოქმედო გეგმის მეორე ვარიანტიც აქვს, რომლის მიხედვითაც იქნება მცდელობა უახლოეს კვირებში არეულობის მოწყობის და ეცდებიან ამ არეულობის ნიადაგზე შემოიყვანონ თბილისში რუსული ჯარი.

უახლოეს დღეებში ქართულ საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღება მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიედ, არ წამოეგონ ფსევდო პატრიოტების პროვოკაციებს.

ლოგიკური კითხვაა – აბა, სხვა რისთვის იღებს თქვენის აზრით ოპოზიცია ამხელა თანხებს რუსეთიდან?! მაგალითად, რუსული დრამატურგიის კორიფეების, სტანისლავსკის ან ნემიროვიჩ-დანჩენკოს ნამდვილ შთამომავლებს რატომ არ უხდიან ასობით ათას დოლარს ყოველწლიურად”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება